სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.
2. პროექტის მოკლე აღწერა: საჭიროა თუ არა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს    შემოღება.
3. პროექტის სრული აღწერა: საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის  სასამართლოს   ახალი საპროცესო კოდექსი დაამტკიცა.  ახალი რედაქციის კოდექსის ერთ–ერთ ინოვაციას წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, რაც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის პირდაპირ დემოკრატიულ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში.
        საკითხი მართლაც პრობლემატურია, გაჩნდა უამრავი კითხვა _არის თუ არა ქართული საზოგადოება მზად ამ სიახლისათვის, გაამართლებს თუ არა ამ ინსტიტუტის შემოღება და სხვა. მოსწავლეები დაინტერესდნენ თემით. კლასს გავყოფ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დავავალებ ძველ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებობის შესახებ მასალების მოძიებას. 26 საუკუნის წინათ სოლონის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად შექმნილ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. (მასალებს მოიძიებენ ბიბლიოტეკაში, დახმარებას გაუწევენ პროკურატურის თანამშრომლები). მეორე ჯგუფს დავავალებ საზოგადოებაში ჩაატარონ ინტერაქტიული გამოკითხვა: საჭიროა თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება? გამოკვეთონ დადებითი და უარყოფითი მხარეები.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი;
5. ვადა/ხანგრძლივობა: 2 კვირა;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: კლასში დისკუსიის გამართვა, დიაგრამები აგება, საკითხებში ჩაღრმავება.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სწავლობენ _ ინტერვიუს აღებას. შეიძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს, ეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას, ხდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
8. სარგებელი სხვებისთვის: აღებული ინტერვიუდან ამოკრებენ და შეაჯამებენ საზოგადოების აზრს საქართველოში ნაფიც მსაჯულტა ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება.
11. ფასილიტატორი: დავით კონწოლიძე;
12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: d.koncolidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий